გაკვეთილის გეგმები


 გაკვეთილის  გეგმა
სახელი და გვარი
სკოლა
ტელეფონი
ელ.ფოსტა
რუსუდან  გორგაძე
167-ე
599-26-07-81
gorgadzerus@gmail.com
გაკვეთილის  მთავარი  თემა

იაკობ გოგებაშვილის  ,,ორაგულის  ცხოვრება“ 

სწავლების
საფეხური
მეოთხე კლასი 
35 მოსწავლე
მოსწავლეთა პროფილი

განსაკუთრებული საჭიროების  მქონე  მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა

მოსწავლეები  გაეცნობიან  ორაგულის ცხოვრების წესს და შესწავლილ მასალას დააკავშირებენ  ბუნებაში ნასწავლთან.

გამვეთილის  მიზნები  და შედეგები

      
 შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე
·         ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი  ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·         კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას; მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
·         საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის/მისი  ცალკეული მონაკვეთის მოკლე  შინაარსს, გამოყოფს არსებით ინფორმაციას;
·         ნაწარმოების  შინაარსის  გადმოცემისას  შემოქმედებითად  იყენებს ავტორისეულ  ლექსიკასა  და  მხატვრულ  სახეებს;
·         შეადგენ წერითი  დავალების  მოკლე  გეგმას;


ესგ   სტანდარტი:

   ქართ. IV. 3. მოსწავლეს  შეუძლია  მიუსადაგოს  სამეტყველო  ქცევა  დასახულ საკომუნიკაციო  ამოცანას.
   ქართ. IV. 6. მოსწავლეს  შეუძლია  სხვადასხვა  თემაზე   შექმნილი  მხატვრული ტექსტების  დამოუკიდებლად  წაკითხვა.
   ქართ. IV. 12. მოსწავლეს  შეუძლია  შესწავლილი  ტექსტის  შინაარსის  დაწერა;  ავლენს  თვითგამოხატვის  სურვილს.
   ქართ. IV. 14. მოსწავლეს  შეუძლია  წერის  საწყისი  სტრატეგიების  გამოყენება.

ისტ. ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.




წინასწარი  ცოდნა


   მოსწავლეებმა უკვე  იციან  ზოგადად  თევზების  სასიცოცხლო  ციკლი ბუნებისმეტყველებიდან,  ასევე აქვთ  ჯგუფური  მუშაობის  გამოცდილება.
 შეუძლია კომპიუტერის  ჩართვა- გამორთვა,  ტესტის მიღება და გადმოგზავნა მაასწავლებლის კომპიუტერზე.


შეფასების საგანი  და  პროცედურები


მოსწავლეები  შეფასდებიან  წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.


სასწავლო მასალა  და რესურსები

სახელმძღვანელო, დაფა,კალამი,  რვეული, პროექტორი და კომპიუტერი ელექტრონული პრეზენტაციის  საჩვენებლად.
გაკვეთილის  მსვლელობა/ საკლასო  მენეჯმენტი

საორგანიზაციო საკითხები -2 წთ.
A ფაზა (ამოწვევა) _ 13 წთ

        I აქტივობა: კითხვაზე  პასუხი;
     გაკვეთილლის  დასაწყისში  ბავშვებს გავაცნობ  შესასწავლი  თემის სათაურს  და მივმართავ  შემდეგი  კითხვით: - ხომ არ იცით  რა არის  ორაგული? (ვფიქრობ, რომ ამაზე პასუხი  არ გაუჭირდებათ, რადგან ბუნებისმეტყველებაში  წინა გაკვეთილებზე შესწავლილილ აქვთ,თევზის  განვითარების  სასიცოცხლო  ციკლი და შესაძლოა  იქიდან  ახსოვდეთ  ან  ისედაც  იცოდნენ, რომ   თევზია.) პასუხების  მოსმენის  შემდეგ    გამოვიყენებ  ,,გონებრივ  იერიშს“.
     II აქტივობა : ,,გონებრივი  იერიში“.
      დაფაზე წინასწარ  დავხატავ    თევზს, რათა შემდგომ  ბავშვებს  ვთხოვო, რომ დაასახელონ  ის ზედსართავი  სახელები, რომლებიც თევზთანაა დაკავშირებული.
    III აქტივობად, ვიყენებ ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლეს“, რომელსაც  შეასრულებენ   ინდივიდუალურად.
    IV აქტივობა: კითხვაზე  პასუხი.
     წინარე  ცოდნის  გასახსენებლად   კი  ვსვამ  შემდეგ   კითხვებს: სად  ცხოვრობენ  თევზები? რით  იკვებებიან?  როგორ  სუნთქავენ?  როგორ  მრავლდებიან?  და ა.შ. 
     V აქტივობა: პრეზენტაცია.
   ბავშვებს  გავაცნობ ვიზუალურ  მასალას  თევზის  ფორმის, ჯიშების  და ცხოვრების წესის  შესახებ.
 
B ფაზა (შინაარსის რეალიზება)  —  20 წთ

     I აქტივობა: ჯგუფური  მუშაობა;
      გაკვვეთილის  შინარსის  რეალიზებისათვის  გამოვიყენებ  ჯგუფურ  მუშაობას.  მოსწავლეებს  დავყოფ      5 ჯგუფად,   ტექსტი,   რომელიც  უნდა  შევისწავლოთ,   ხუთ  აბზაციანია. თითოეულ  ჯგუფს  მივცემ  ასეთ  დავალებას:  მოცემული  აბზაცი ჩუმად წაიკითხონ    ჯგუფის     წევრებმა   და   დაასათაურონ.   (შეეურჩიონ  ერთი  კონკრეტული  სათაური).ასე  გააკეთებს  ყველა  დანარჩენი  ჯგუფი.
     შემდგომ, ჯგუფის პრეზენტატორი  ხმამაღლა  წაიკითხავს იმ  აბზაცს ,  რომელიც    ჰქონდათ  დავალებად  მიცემული, რათა  ყველასთვის   იყოს აზრი  გასაგები  და  დაასახელებს  სათაურს.  ამგვარადვე  წარმოადგენენ  დანარჩენი  ჯგუფებიც  პრეზენტაციას  და მივიღებთ გაკვეთილის მოკლე  გეგმას, რომელსაც  ჩამოვწერ  დაფაზე.
C ფაზა(გამთლიანება)- 10წთ

      I აქტივობა: კითხვებზე პასუხი
        ტექსტზე  მუშაობის  შემდეგ   კითხვა-პასუხით   ვახდენ   წაკითხულის გამთლიანება -შეჯამებას:
           - როგორ  არის  აღწერილი  ორაგულის  ლიფსიტის  გარეგნობა?
    - ბოკვერისა და მართვესგან განსხვავებით , როგორ იწყებს ცხოვრებას  ლიფსიტა?
    - რა  საერთოა  ამ  ტექსტსა  და  რევაზ ინანიშვილის ,,ფშას“ შორის?
    - რატომ  შეადარა  მწერალმა  წყაროს    წყალი  დედას?
 
  II  აქტივობა:  ბუკებში ტესტებზე მუშაობა.
   მოსწავლეთა  ინდივიდუალური  ცოდნის    შესაფასებლად  და შესამოწმებლად   ასევე   ვიყენებ:  კლასის მართვის  პროგრამასაც, რისი საშუალებითაც  ბუკებში   ვუგზავნი  ტესტს   მოცემული   თემის  ირგვლივ, რომელსაც  თავად  პროგრამა  აფასებს.
     III  აქტივობა:თვითშეფასება;
მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ  მომზადებულ  თვითშეფასების  ცხრილს და ავსებენ.
      
        IV აქტივობა: საშინაო დავალება;
    მოსწავლეებს   საშინაო   დავალებად   ვაძლევ,  დაწერონ  მოთხრობის  მოკლე  შინაარსი  მათ  მიერ  შედგენილი  გეგმს  მიხედვით  და თუ  სურვილიც  ექნებათ, დახატონ ორაგულებიც.





                                                       შეფასების   სქემა N1
შაფასების  კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
საშუალოზე  დაბალი
ჩართულობა
გაკვეთილის პროცესში აქტიურადაა  ჩართული.
ყურადღებიანია, მაგრამ თავს არიდებს პასუხეს, აკლია დამაჯერებლობა .
უყურადღებოა და პასიურია, არ იღებს მონაწილეობას საგაკვეთილო  პროცესში
ტექსტზე  მუშაობა
შეუძლია  ტექსტის  წაკითხვა, გააზრება, გადმოცემა, უცხო სიტყვების ახსნა კონტექსტიდან  გამომდინარე, მოცემული მონაკვეთების დასათაურება.
შეუძლია  ტექსტის  წაკითხვა, გააზრება, გადმოცემა, უცხო სიტყვების ახსნა ლექსიკონის  მეშვეობით. უჭირს მთავარი და მეორეხარისხოვანის გამორჩევა.
შეუძლია  ტექსტის  წაკითხვა, გააზრება.უჭირს გადმოცემა. მთავარის და მეორეხარისხოვა-ნის  გამიჯვნა.
             
                   შეფასების სქემა  N2

შეფასების  კრიტერიუმები

თვითშეფასება
მასწავლებლის  შეფასება
ჩართული ვიყავი  განვლილი მასალის  გამოკითხვაში
ხშირად
ხანდახან
იშვიათად
ხშირად
ხანდახან
იშვიათად
კითხვებზე პასუხს ვცემდი ადეკვატურად და სწორად

ხშირად
ხანდახან
იშვიათად
ხშირად
ხანდახან
იშვიათად
ყურადღებით  ვუსმენდი სხვების პასუხებსაც

ხშირად
ხანდახან
იშვიათად
ხშირად
ხანდახან
იშვიათად
ყურადღებით  ვუსმენდი მასწავლებელსაც დამატებითი მასალის მოწოდების დროს
ხშირად
ხანდახან
იშვიათად
ხშირად
ხანდახან
იშვიათად
ვითვალისწინებდი საგაკვეთილო ქცევის  წესებს
ხშირად
ხანდახან
იშვიათად
ხშირად
ხანდახან
იშვიათად









                         ჩემი  თვითშეფასების  რუბრიკა
N
კრიტერიუმები/ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოტივაციას



2
გაკვეთილზე მოსწავლეები  ყურადღებით მისმენდბნენ;



3
საკმარისი მასალა მქონდა ახალი მასალის ასახსნელად;



4
სწორად  გადავანაწილე  დრო  გაკვეთილის  მსვლელობისას;



5
სწორად მქონდა  შერჩეული  აქტივობები  საგაკვეთილო პროცესისასთვის ;



6
მოსწავლეებს ახალი გაკვეთილი ავუხსენი გასაგებად;



7
ვაძლევდი მოსწავლეებს დროს კითხვებზე პასუხის მოსაფიქრებლად



8
მოსწავლეები  იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში;



9
ვიჩენდი ყველა მოსწავლის მიმარტ ყურადღებას



10
სახლში მიცემული დავაება მოსწავლეებისთვის იყო საინტერესო





გაკვეთილის  თემა
ბუნებრივი საარსებო  გარემო

სწავლების საფეხური და კლასი
IIIკლასი

მასწავლებლის სახელი და გვარი
რუსუდან  გორგაძე

საგანი
ინტეგრირებული: ბუნება და ისტ-ი

მოსწავლეთა რაოდენობა
34 მოსწავლე

მნიშვნელობა და აქტუალობა

    მოსწავლემ უნდა შეისწავლოს ის გარემო, რომელშიც თავად უხდება  არსებობა, რათა შემდგომ მან იზრუნოს მასსზე და გაუფრთხილდეს.

გაკვეთილის  მიზნები
·         - რატომაა  საჭირო  ბუნებრივი საარსებო  გარემოს  დაცვა;
·         - როგორაა დაცული ცოცხალი ორგანიზმები ნაკრძალებსა  და  ეროვნულ  პარკებში;
·         - როგორია  ადამიანის   როლი.
ეროვნული  სასწავლო გეგმა

შედეგები და ინდიკატორები
ბუნ .III.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            იკვლევს ლოკალურ  გარემოს  და აღწერს მისთვის ადვილად  დაკვირვებად  დროის პერიოდში ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს;
·             ადარებს  ერთმანეთს  ბუნებრივ (მაგ: ტყე, ველი) და ხელოვნურ (მაგ:პარკი, ბოსტანი, ზოოპარკი, აკვარიუმი) საარსებო  გარემოს  და მსჯელობს მათ  თავისებურებებზე.

·            ჩამოთვლის  მაგალითებს  და განსაზღვრავს ადამიანის აქტივობას ხელოვნური გარემოს  შექმნაში;

·            განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;

·             თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში;
წინარე  ცოდნა
 მოსწავლეებმა იციან:
-  რას  ნიშნავს საარსებო გარემო;
-  ყველა  ცოცხალ  არსებას,  რომ  ჭირდება შესაფერისი   გარემო: ნიადაგის, საკვების, ჟანგბადის და თავშესაფარის სახით.
- იციან, როგორ შეუქმნან  საარსებო  გარემო  ჩიტებს  და ა.შ.
გაკვეთილის  მსვლელობა
                                   ეტაპი
                  (ინდივიდუალური მუშაობა, დრო 12 წთ.)
მოსწავლეთა   გამოწვევა  კითხვების   საშუალებით:
   1.  რა  არის  საარსებო   გარემო? 
(,,გონებრივი იერიში“ - რა ვიცით საარსებო გარემოს შესახებ.)
    2.     ყველა   ცოცხალ ორგანიზმს ერთნაირი  საარსებო გარემო  აქვს?
    3. დაასახელეთ ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც სხვადასხვა  საარსებო   გარემოში   ცხოვრობენ?
    4 .    ამის  შემდეგ,   ვაჩვენებ  ფილმს: ,,ბოცო  და გვანცა”, სადაც კარგადაა ასახული ცხოველების დამოკიდებულება  საარსებო გარემოსადმი. (10წთ)
                                         II  ეტაპი
          (ინდივიდუალური მუშაობა, დრო 18 წთ)
●        მოსწავლეებს   ვეუბნები,  რომ დღევანდელი ჩვენი საგაკვეთილო თემის სათაურია ,,ბუნებრივი საარსებო გარემო“ და ვსვამ კითხვებს: თქვენი აზრით, რა იქნება  ბუნებრივი საარსებო გარემო?             
           მინილექცია (7წთ)  
●    სახელმძღვანელოზე  მუშაობა: ტექსტის წაკითხვა-გააზრება; ტექსტის წაკითხვის დროს  მოსწავლეებს  მივუთითებ ფანქრით  გახაზონ, თუ  რა  იყო  მათთვის  ახალი ინფორმაცია. (5წთ);
●   ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის ცოტა ბუნდოვანი იქნება დაცული ტერიტორიების გაგება სიტყვიერად  და ამიტომ,   ვაჩვენებ ვიდეომასალას საქართველოს დაცული  ტერიტორიების  შესახებ. (ონკეტულად კი ლაგოდეხის ნაკრძალზე დოკუმენტურ მასალას, ოღონდ შემოკლებულ ვერსიას, movie maker-ში.    6 წთ )                    
                           III ეტაპი - შეჯამება (15წთ)
                        (ინდივიდუალური მუშაობა)
ვეკითხები  მოსწავლეებს:  (6წთ)
1.   თქვენი  აზრით რა განსხვავეებაა  გამოთქმებს შორის „საარსებო გარემო“  და “ბუნებრივ საარსებო გარემოს“ შორის?
2.      რატომ  ჭირდება ბუნებრივ  საარსებო  გარემოს  დაცვა?     
 3.        მოსწავლეებს ეგზავნებათ კომპიუტერის  საშუალებით  ჩემ მიერ,   word-ში გაკეთებული დავალება,  რომელიც ბავშვებს მიეწოდებათ   კლასის  მართვის პროგრამის  გამოყენებით,  სადაც  იქნება,  ცოცხლი ორგანიზმების  სურათები  და  საარსებო გარემოს  შესატყვისი სიტყები, რომლებსაც დააკავშირებენ  ისრებით  და გადმოგზავნიან  ისევ უკან.   (7წთ)
    საშინაო დავალება: მოსწავლეებს მიეცათ  დავალება სახელმძღვანელოში სავარჯიშო#1-ი მიხედვით მოიძიონინ იფორმაციები.    (2წთ)

შეფასება
   გამოვიყენებ  კოლაბორაციული შეფასების ფორმას, სადაც ჩამოთვლილი იქნება კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ჯერ შეფასებენ საკუთარ თავს  შემდეგ კი მე განმავითარებელი კომენტარის სახით.

საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლრებლო რესურსები
           ბუნების  სახელმძღვანელო   (ავტორები:     .ბლიაძე,
. ახვლედიანი), ბუკები, კომპიუტერი და პროექტორი .