პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

   რეფლექსია კოლეგებისთვის კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

    სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის III კლასში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა ,,საინფორმაციო ტექსტის  გაგება-გააზრების  პრობლემები  და მათი  აღმოფხვრის  გზები  დაწყებით  საფეხურზე“.

 კვლევის მიზნები იყო:
v  საინფორმაციო  ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების  მიზეზების შესწავლა, დადგენა და გამოკვლევა;
v  პრობლემის აღმოფხვრის გზების გამონახვა და შესაბამისი ინტერვენციების   განხორციელება;
v  მიღწეული შედეგების შეფასება.
    კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 3 თვის მანძილზე. კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება ჩემ კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. 
   პრაქტიკული კვლევის განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგების გაზიარება საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის. კვლევის   პრეზენტაციის    დღედ განვსაზღვრე   2018  წლის 8  ივნისი /15:00 სთ/.  პრეზენტაციას    დაესწრო   ცხრა    მასწავლებელი. კოლეგებს გავაცანი კვლევის შედეგები და შეფასების მიზნით ვთხოვე ელექტრონული კითხვარის შევსება  Googldraiv-ის საშუალებით.





3 comments:

  1. საინტერესოა

    ReplyDelete
  2. ყოჩაღ რუსო,მართლაც საინტერესო კვლევაა.

    ReplyDelete
  3. საინტერესო კვლეევაა,მომეწონა!

    ReplyDelete